"უმოწყალოდ კლავენ ხალხს" - ისრაელიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები ომის დღეებს იხსენებენ
ისრაელიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქეები ომის დაწყების პირველ წუთებს იხსენებენ. არიან ისეთებიც ვინც ტერორისტების ტყვიას და აფეთქებებს სასწაულით გადაურჩა და დღეების გატარება შვილებთან ერთად თავშესაფარში მოუწია.
თავშესაფარში ვიყავით, უმოწყალოდ კლავენ ხალხს. თუმცა ძაან კარგად უპასუხა ისრაელმა. ისეთი რამ ჩაიდინეს, იმდენი ახალგაზრდა გაწყვიტეს, არ აპატიებენ. ვერ გადმოგცემთ ისეთი რამ ხდება, სულ ახალგაზრდა ბიჭები გაწყვიტეს. დაიწყებოდა განგაში ჩავიდოდით, მერე ამოვიდოდით, სულ სირენები და ბომბების ხმა ისმოდა" - ამბობს ისრაელიდან ჩამოსული საქართველოს მოქალაქე.
საქართველოს მოქალაქეები ამბობენ, რომ ასეთი ისრაელი, სადაც ყველაფერი დაკეტილი და გაჩერებულია, არ ახსოვთ.
პირველად ცხოვრებაში ყველაფერი გაჩერებულია - ბაღები, მაღაზიები, სკოლები, უნივერსიტეტები, მარტო სუპერმარკეტები მუშაობას. აგრძელებენ მოტაცებული მოქალაქეების წამებას, მერე ვიდეოებს ავრცელებენ". - ამბობს საქართველოს მოქალაქე.