ომის ეპიცენტრიდან ჩამოსული ქართველები და ჩარტერულ რეისებს მომლოდინე ისრაელში ჩარჩენილები

11.10.23 20:14
ომის ეპიცენტრიდან ჩამოსული ქართველები და ჩარტერულ რეისებს მომლოდინე ისრაელში ჩარჩენილები

 

მრავალშვილიანი ოჯახები ბილეთების სიძვირის გამო საქართველოში ვერ ბრუნდებიან.  ხელისუფლება კი ჩარტერულ რეისებს ისრაელში არც კი განიხილავს. ძალიან ბევრს უნდა წამოსვლა, თუმცა ბილეთის ყიდვის საშუალება არა აქვთ -  ამბობენ თელავივის რეისის პირველი მგზავრები, რომლებსაც გაუმართლათ და დღეს ქვეყანაში დაბრუნდნენ. თუმცა ასეულობით ქართველი კონფლიქტის ეპიცენტრში ისევ ლოდინის რეჟიმში იმყოფება.  მათ ნაწილს უბრალოდ საკმარისი თანხა არა აქვს, რომ თვითმფრინავის ბილეთი იყიდოს. 

ამ ვითარებაში ერთადერთი გამოსავალი ჩარტერული რეისებია. თუმცა საგარეო საქმეთა მინისტრმა დღეს დაადასტურა, რომ იქნება მხოლოდ კომერციული რეისები და ისრაელში ჩარჩენილმა ჩვენმა თანამოქალაქეებმა ბილეთებზე უნდა იზრუნონ. მაგრამ სამშობლოში დაბრუნებას ვერც ის ხალხი ახერხებს, ვისაც ბილეთი აქვს. დღეს მხოლოდ ერთი რეისი შესრულდა და სავარაუდოდ ბოლო, რადგან ღამით დაგეგმილი ფრენა თელავივიდან უკვე გაუქმებულია.

დეტალები ნახეთ, რუსუდან ჯაბანიშვილის რეპორტაჟში.

 

მსგავსი სიახლეები