კლინიკაში ოთხ პაციენტს ოპერაცია სამინისტროს ნებართვის გარეშე ჩაუტარეს - რეგულირების სააგენტო

11.10.23 20:16
კლინიკაში ოთხ პაციენტს ოპერაცია სამინისტროს ნებართვის გარეშე ჩაუტარეს - რეგულირების სააგენტო

სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტომ შპს „ყელ-ყურ- ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკაში“ უკანონო სამედიცინო საქმიანობის ფაქტები გამოავლინა.

სააგენტოს ინფორმაციით, კლინიკამ ოთხ პაციენტს გეგმური ოპერაცია სამინისტროს შესაბამისი ნებართვის გარეშე ჩაუტარა.

უკანონო სამედიცინო საქმიანობის გამო დაწესებულება 20 000 ლარით დაჯარიმდა.

„შპს „ყელ-ყურ-ცხვირის სნეულებათა ეროვნული ცენტრი ჯაფარიძე-ქევანიშვილის კლინიკა“ არ ფლობს ქირურგიული მომსახურების მიწოდების ნებართვას. დაწესებულებას სამედიცინო და ფარმაცევტული საქმიანობის რეგულირების სააგენტოსთვის აღნიშნული ნებართვის მისაღებად არ მოუმართავს. შესაბამისად, კლინიკას არ გააჩნია უფლება, განახორციელოს ქირურგიული მომსახურება“,  - აცხადებენ რეგულირების სააგენტოში. [საზოგადოებრივი მაუწყებელი]

 

მსგავსი სიახლეები