"საუკუნის აფიორა" საქართველოში - თაღლითი მაკლერების შემდეგ, ციხეში ნოტარიუსებიც გაუშვეს
ე.წ საუკუნის აფიორა საქართველოში. ხმაურიან საქმეზე ხელბორკილები ცნობილი ნოტარიუსებსაც დაადეს. თაღლითი მაკლერების დაჯგუფების წევრების შემდეგ ციხეში ღამის ნოტარიუსად ცნობილი ნუნუ გინტური, ზაალ ბათუაშვილი და კიდევ ერთი ნოტარიუსის თანაშემწე გაუშვეს. გამოძიებას ამ დრომდე არ აქვს დაკავებულების ჩვენებები. ადვოკატი ამტკიცებს, რომ ბრალდებულები მძიმე ფსიქოლოგიურ მდგომარეობაში იმყოფებიან და დუმილს ხვალ სასამართლოზე დაარღვევენ
"პირველების" ინფორმაციით, ცნობილი ნოტარიუსები თაღლითური სქემის იმ ერთ-ერთმა მაკლერმა ამხილა, ვინც ციხიდან გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. საქმეში დევს დაზარალებულების ჩვენებებიც, რომლებიც დანაშაულებრივი სქემის გამო ღია ცის ქვეშ დარჩნენ. გამოძიებამ დაადგინა, რომ ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები, ნოტარიუსების დახმარებით, 100-მდე დაზარალებულის კუთვნილ 3 მილიონამდე ლარს მოტყუებით დაეუფლნენ.
დეტალები ნახეთ, სოფო ნიაურის რეპორტაჟში