თბილისი-კიევის რეისზე ასაფეთქებელ ნივთიერებას ეძებენ
თბილისი-კიევის რეისზე ბომბს ეძებენ. მას შემდეგ, ბორტზე ასაფეთქებელი ნივთიერების არსებობის შესახებ შეტყობინება შევიდა, თბილისის მიმართულებით წასული თვითმფრინავი კიევში, ბორისპოლის აეროპორტში, დასვეს.
პოლიცია მგზავრებს საგულდაგულოდ ჩხრეკს, ერთ-ერთი მგზავრი, რომელიც საქართველოს მოქალაქეა, პოლიციამ გასაუბრების შემდეგ დააკავა. - წერს Ren.tv
ზუსტად ასეთივე სიტუაცია იყო პროტესევიჩის შემთხვევაშიც მინსკში - განაცხადა ერთ-ერთმა მგზავრმა.
თვითმხილველთა ინფორმაციით, ჩხრეკა უკვე საათის განმავლობაში გრძელდება. აეროპორტის პრესსამსახურში აცხადებენ, რომ მიმდინარეობს მგზავრთა ევაკუაცია.
ჩავატარეთ ჩხრეკა, ვერაფერი აღმოვაჩინეთ - განაცხადეს ბორისპოლის აეროპორტში.
უკრაინული ავიახაზების კუთვნილი თვითმფრინავი კიევიდან თბილისის მიმართულებით რეისს ასრულებდა.