ყოფილი ცოლი შვილების ნახვას უკრძალავდა, გზააბნეული დადის, შვილი მოუკლეს - 14 წლის გოგოს მამის ოჯახი

13.10.23 11:33
ყოფილი ცოლი შვილების ნახვას უკრძალავდა, გზააბნეული დადის, შვილი მოუკლეს - 14 წლის გოგოს მამის ოჯახი

აითაჯის მამას დაზარალებულის უფლებამონაცვლის სტატუსი მიანიჭეს. შესაბამისად, ის არის ერთადერთი ადამიანი, ვისაც მოკლული შვილის საქმის მასალებთან ექნება წვდომა. მას სავარაუდოდ, ამის შემდეგ მედიასთან კომუნიკაცია აეკრძალება 

მამის ძმა "პირველებთან" ამბობს, რომ მოკლული გოგოს დედა მამას საკუთარ შვლებთან კონტაქტს უკრძალავდა. ძმა ამბობს ასევე იმას, რომ მოსკოვში გადასახლებულ კაცს არავინ უთხრა მისი ქალიშვილის იძულებითი ქორწინების ამბავი. 

წასულია ჩემი ძმა, შვილის საფლავს აკეთებინებს, დადის გზააბნეულია 14 წლის შვილი მოუკლეს, რაც სათქმელი  ჰქონდა გუშინ უთხრა გამომძიებლებს. დაზარალებულია თვითონაც 1 წელი შვილს არ აჩვენებდა ყოფილი ცოლი, უკრძალავდა ნახვას, რა უნდა სცოდნოდა ამას. დმანისში მოკითხეთ ხალხს ყველაფერი, გამოძიებამ არ იცის თვითონ ვისი პასუხისმგებლობაცაა?" - ამბობს მამის ძმა.

დანაშაულის დაფარვისთვის უკვე დაკავებულია აითაჯის დედა და ბიძა. თუმცა არ არის გამორიცხული ბრალდებულთა წრე გაიზარდოს.

აითაჯ შახმაროვას  მკვლელობაში  ე.წ. ქმარია ბრალდებული, რომელიც დანაშაულის ჩადენის შემდეგ მიიმალა. სამდღიანი ძებნის შედეგ 30 წლამდე კაცი დააკავეს. 

მსგავსი სიახლეები