Эхо Кавказа: დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება
დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში გამოცხადებული ამნისტია ირაკლი ბებუას არ შეეხება - როგორც Эхо Кавказа-ს ე.წ.-მა დეპუტატმა დაუთ ხუტაბამ განუცხადა, ამნისტია ოთხ ვეტერანზე გავრცელდება.
"არა, ამნისტიას ვერ მიიღებს [ირაკლი ბებუა]. თავიდან ჩვენც ვიფიქრეთ ამ სიტუაციაზე. თუმცა გამარჯვების ოცდაათი წლისთავის დღეს, რომ გავათავისუფლოთ ის კაცი, რომელმაც ჩვენი დროშა დაწვა, ვფიქრობ, ეს იქნება მკრეხელობა და ის ამნისტიაში არ შედის. ამნისტია ის აქტია, როცა საერთოდ არ უნდა ინტერესდებოდე კონკრეტული ადამიანით, მისი ბედით, მხოლოდ იმ მუხლებით უნდა ინტერესდებოდე, რომლითაც ისინი ციხეში არიან. მაგრამ ეს იყო სიტუაცია, როცა მაინც იყო პირადი ინტერესი კონკრეტული ადამიანის მიმართ, რომ ამნისტია არ მიეღო. დიახ, ვთხოვე შსს-ს და დამიდასტურეს, რომ ეს პირი ამნისტიას არ ექვემდებარება," - განუცხადა მედიას ხუტაბამ.
შეგახსენებთ, უკვე 3 წელია, რაც ირაკლი ბებუა დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში უკანონო პატიმრობაში იმყოფება.