ბათუმში სამმა პირმა მარკეტის დაწვა სცადა
ბათუმში, ფარნავაზ მეფის ქუჩაზე, "ფარფურის" მაღაზიის დაწვა სცადეს. მაღაზიის თანამშრომოებს მედიასთან საუბარი არ სურთ, თუმცა, ერთ-ერთი თვითმხილველი ამბობს, რომ შემთხვევა დილის 6 საათზე მოხდა.
თვითმხილველის ინფორმაციით, ამ დრომდე დაუდგენელმა პირებმა მაღაზიის ვიტრინა ჩაამსხვრიეს და მისი დაწვა სცადეს.
არსებული ინფორმაციით, კამერაში 3 პირი ჩანს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 187-ე მეშვიდე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
ინფორმაცია და ფოტო თავდაპირველად TV25.GE-მ გაავრცელა.