ან დავიხოცებით საკუთარ სახლებში, ან ოკუპაციისგან გავთავისუფლდებით - ჰამასი

13.10.23 15:09
ან დავიხოცებით საკუთარ სახლებში, ან ოკუპაციისგან გავთავისუფლდებით - ჰამასი

ან დავიხოცებით საკუთარ სახლებში, ან ოკუპაციისგან გავთავისუფლდებით - ამის შესახებ ჰამასის დაჯგუფების წარმომადგენელმა ალჯაზირასთან ინტერვიუში განაცხადა. 

მისი თქმით, ჰამასის მიზანია, ხმა გააგონონ საერთაშორისო საზოგადოებას, რომ მათ თავისუფლება უნდათ.

პალესტინელებს მხოლოდ ორი არჩევანი აქვთ ან დაამარცხონ ისრაელის ოკუპაცია ან მოკვდნენ ჩვენს სახლებში.  ჩვენ არ ვაპირებთ არსად წასვლას, ჩვენ მზად არ ვართ ნაკბა კიდევ ერთხელ გავიმეოროთ. რამდენი წელია ჩვენ ვცხოვრობთ ღია ცის ქვეშ ციხეში? ჩვენც გვინდა ხმა გავაგონოთ საერთაშორისო საზოგადოებას რომ ჩვენ გვინდა ვიყოთ თავისუფლები. ჩვენ უბრალოდ თავს ვიცავთ.  ან სიჩუმეში მოკვდები სიღარიბით , ან რაკეტით, ან სამედიცინო კრიზისის გამო. ჩვენ სხვა არჩევანი არ გვაქვს". - განაცხადა ჰამასის დაჯგუფების წარმომადგენელმა.

 

მსგავსი სიახლეები