ძალადობა პოლიციის მხრიდან - თბილისში სამართალდამცველები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

09.06.21 11:14
ძალადობა პოლიციის მხრიდან - თბილისში სამართალდამცველები მოქალაქეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მორიგი ძალადობის ფაქტი პოლიციელების მხრიდან - ტვ პირველმა მოიპოვა ვიდეოკადრები, სადაც კარგად სჩანს, როგორ უსწორდება რამდენიმე პოლიციელელი დაკავებულ მამაკაცს ფიზიკურად. 

შემთხვევა რამდენიმე საათის წინ თბილისში, ვარკეთილის მეტროსთან,  მოხდა. პოლიციამ მოქალაქეები  მოპედის მართვის წესის დარღვევისთვის გააჩერა, რასაც დაპირისპირება და ხელჩართული ჩხუბი მოჰყვა. 

ვარკეთილის მეტროს მიმდებარე ტერიტორიაზე მომუშავე ადამიანები ჰყვებიან, რომ მოქალაქეები, რომლებიც სამართალდამცველებმა დააკავეს, ნასვამები იყვნენ. მათი თქმით, პოლიციამ დაკავებულებზე ფიზიკურად იძალადა.  

ნასვამები იყვნენ მოტოციკლეტზე. შელაპარაკება მოხდა. პატრული ფიზიკურად გაუსწორდაო, ამბობს იქიდან გამობრუნებული ხალხი, 200-300 კაცი კი იქნებოდა, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე. 
 

ორივე დაკავებული ამჟამად წინასწარი დაკავების იზოლატორში იმყოფება. გამოძიება მათ 173 მუხლს ედავება, რაც პოლიციელის კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობას გულისხმობს.  

მსგავსი სიახლეები