აითაჯის საქმეზე დაკავებულთა წრე ფართოვდება - კიდევ ვინ დაჯდება საბრალდებო სკამზე ?

13.10.23 20:22
აითაჯის საქმეზე დაკავებულთა წრე ფართოვდება - კიდევ ვინ დაჯდება საბრალდებო სკამზე ?

ახალი დაკავებების სერია - 14 წლის აითაჯის საქმეში ბრალდებულთა წრე ფართოვდება. ხელბორკილები დაადეს არასრულწლოვანი გოგოს მკვლელობისთვის ბრალდებული კაცის ბიძას და ბიძაშვილს. გამოძიებით ირკვევა, რომ გატაცების შემდეგ ე.წ ქმარი 14 წლის აითაჯს სწორედ მათ სახლში მალავდა. ნათესავებმა იცოდნენ დანაშაულის შესახებ, მაგრამ პოლიციას არ შეატყობინეს. ახლა მათ წინააღმდეგ ვერდიქტს სასამართლო გამოიტანს. 

14 წლის აითაჯის სკოლის დირექტორი ამ დრომდე კლინიკაში რჩება.   ჰამლეტ ისმაილოვმა გენერალური ინსპექციის თანამშრომლების გამოკითხვას ვერ გაუძლო და გულის შეტევა განუვითარდა. გამომძიებლებმა მას სკოლაში მიაკითხეს, თუმცა დაკითხვა ვერ დასრულდა. დირექტორი სკოლიდან პირდაპირ კლინიკაში გადაიყვანეს.  უცნობია, დაადებენ თუ არა მას ხელბორკილებს.  გამოძიებამ  ჯერ უნდა დაადგინოს, იცოდა თუ არა სკოლის დირექტორმა მისივე სკოლის მოსწავლის იძულებით ქორწინების ამბავი.

ვრცლად ნახეთ სოფო ნიაურის რეპორტაჟში. 
 

მსგავსი სიახლეები