"უცნობის" აქციისთვის ხალხის დაორგანიზება დაავალეს... - დაკავებული ბიჭის მშობლები შურისძიებაზე საუბრობენ

09.06.21 11:36
"უცნობის" აქციისთვის ხალხის დაორგანიზება დაავალეს... - დაკავებული ბიჭის მშობლები შურისძიებაზე საუბრობენ

პოლიციელების მხრიდან შესაძლო ძალადობა ადიგენში - 28 წლის გოჩა აზირაშვილის მშობლები ირწმუნებიან, რომ 2 შვილის მამაზე პოლიციის უფროსმა, თამაზ ფაილოძემ შური იძია. 

აზირაშვილების მტკიცებით, პოლიციამ დაკავებამდე ახალგაზრდა გააფრთხილა სოფელი დაეტოვებინა, რადგან პოლიციაზე მეტი ავტორიტეტი აქვს. 

მეტიც, დაკავებულის მშობლების ინფორმაციით, ახალგაზრდამ სოფელი რამდენიმე თვით დატოვა კიდეც, თუმცა "უცნობის" აქციამდე, მას ხალხის დაორგანიზება სთხოვეს და გოჩა აზირაშვილი სოფელში ჩამოვიდა. 

აზირასვილმა 183 ადამიანი ადგიგენიდან თბილისში, გია გაჩეჩილაძის აქციაზე ჩაიყვანა, აქციის შემდეგ კი მასთან პოლიცია ისევ გამოჩნდა და სოფლის დატოვება ისევ მოსთხოვა: 

მოსთხოვეს სოფელი დაეტოვებინა. პოლიციის უფროსი ეუბნებოდა, "პალაჟენიას" გვართმევო. 

თვენახევარი ნამდვილად წასული იყო, შემდეგ თვითონვე დაურეკეს და ჩამოიყვანეს. რაღაცაში სჭირდებოდათ... უცნობის აქციაზე მოაბილიზა ხალხი. როცა თავი ვერავინ მოაბა, ჩემი შვილი ჩამოიყვანეს და უთხრეს, ხელშეუხებელი ხარო. გავიდა 20 დღე და ისევ ეუბნებიან - უნდა წახვიდე"- აცხადებს დაკავებულის მამა. 

 

 

მსგავსი სიახლეები