უკრაინის მოქალაქეს საქართველოში არ უშვებენ
უკრაინის მოქალაქეს, ოლექსანდრ იურევიჩს სარფის საბაჟოზე შემოსვლის უფლება არ მისცეს.
იურევიჩი 7 ოქტომბერს მეგობართან ერთად თურქეთში საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად გადავიდა, თუმცა იმავე დღეს, როცა უკან ბრუნდებოდნენ, მას საქართველოს საზღვრის კვეთის უფლება აღარ მისცეს.
ოლექსანდრ იურევიჩი საქართველოში ოთხი თვის წინ, პოლონეთიდან შემოვიდა და ამ მხნის მანძილზე აქ იმყოფებოდა.
ყოველ მიზეზგარეშე მითხრეს უარი საზღვრის კვეთაზე, უპრობლემოდ გადმოვედი თურქეთში საყოფაცხოვრებო ნივთების შესაძენად და ახლა უკან შესვლას მიკრძალავენ, ყველანაირი დოკუმენტი, ტანსაცმელი, საცხოვრებელი სახლი საქართველოში მაქვს, არ ვიცი რა გავაკეთო ქუჩაში ვარ დარჩენილი თითქმის 1 კვირაა აქ ძალიან ცივა, გთხოვთ ვინმე დამეხმარეთ რომ საზღვრის გადმოკვეთა შევძლო, ან ის მაინც დამისაბუთეთ რატომ არ მიშვებთ ქვეყანაში". - ამბობს იურევიჩი.
ფაქტთან დაკავშირებით კომენტარს არც შს სამინისტროში აკეთებენ და არც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.