ამერიკის საელჩოს ორგანიზებით თბილისში კინოჩვენება გაიმართა
ამერიკის საელჩოს ორგანიზებით თბილისში კინოჩვენება გაიმართა. შეკრებილ აუდიტორიას ალექს ვინთერის ნამუშევარი "იუთუბის ეფექტი" უჩვენეს. ფილმის დასასრულს გაიმართა დისკუსიაც.
დამსწრე საზოგადოებას შესაძლებლობა ჰქონდათ კითხვები კინემატოგრაფთან დაესვათ.... ფილმი მოგვითხრობს სოციალური მედიის და კონკრეტულად იუთუბის გავლენაზე. მოთხრობილია უმსხვილესი პლატფორმის შექმნის და განვითარების ისტორია.