"სასწრაფო წესით დაინიშნოს ჩარტერული რეისები" - ისრაელში მყოფი ქართველები მთავრობას
დღეს თელავივიდან საქართველოში არც ერთი ფრენა შესრულდება. თბილისის აეროპორტის ვებგვერდზე არ იძებნება არც ერთი რეისი, რომელიც საომარი მოქმედებების ზონიდან საქართველოში მგზავრებს ჩამოიყვანს. ამ მომენტშიც ბენ გუნიორის აეროპორტი ქართველი მგზავრებით არის სავსე.
ნაწილი ამ დრომდე ავია ბილეთების შეძენას ვერ ახერხებს. ქართველები ემიგრანტების ერთი ნაწილი მთავრობას სთხოვენ, სასწრაფო წესით დაინიშნოს ჩარტერული რეისები თელავივიდან თბილისის მიმართულებით.
ბევრი ვერ ახერხებს გასვლას და ბილეთის შოვნას. გარდა იმისა რომ მაღალი ფასი აქვს, ხალხი ვერც შოულობს ბილეთს. გაჭედილია ხალხი, უჭირთ გამოსვლა. ღამეებს ათენებენ ბილეთის ლოდინში ქართველები. მთავრობამ თვითონ უნდა გამოიჩინოს ინიციატივა და თვითონ გაიყვანოს მოქალაქეები აქედან, ვისაც სჭირდება დახმარება. ასეთი მოქალაქე ბევრია". - ამბობს ქართველი ემიგრანტი.
რაც შეეხება ისრაელში, ფესტივალზე დაკარგული თამარ გოლდბერგს, მამა აცხადებს, რომ ვითარება არ შეცვლილა და ის ისევ ეძებს შვილს.