ოკუპანტების მორიგი „შავი სია“ - დე-ფაქტო მთავრობამ ახალგორის მოსახლეობისთვის შეზღუდვები გაამკაცრა

09.06.21 11:59
ოკუპანტების მორიგი  „შავი სია“ - დე-ფაქტო მთავრობამ ახალგორის მოსახლეობისთვის შეზღუდვები გაამკაცრა

ოკუპანტების კიდევ ერთი „შავი სია“ - დე ფაქტო მთავრობამ ახალგორის მოსახლეობისთვის დაწესებული შეზღუდვები კიდევ უფრო გაამკაცრა.  იქ მცხოვრებლები ე.წ. საზღვრის კვეთას სპეციალური საშვის გარეშე ვეღარ შეძლებენ.

ირკვევა,  რომ ე.წ. შავ სიაში 300-ზე მეტი ადამიანი გაურკვეველი მიზეზით მოხვდა. მათ შორის არიან ის ადამიანებიც,  ვისაც სამედიცინო დახმარება საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე  სჭირდებათ, თუმცა ამისთვის  რიგი დოკუმენტაციაა საჭირო. 

ახალგორიდან დევნილები ამბობენ, რომ მათ ახლობლებს საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლა სურთ, თუმცა ისინი ვერც საშვების და ვერ სამედიცინო დოკუმენტაციის აღებას ვერ ახერხებენ. 

შავი სია ეგ არის. თუ ავად ხარ, მძიმედ ხარ, უშვებენ მაშინ. შედარებით ჭირს ცხოვრება იქ, ვიდრე აქ. ძალიან ძვირია ახალგორი ამჟამად. სპეციალური საშვია, „პროპუსკია“ , რომლითაც უფლება გაქვს, ჩახვიდე ახალგორში და გამოხვიდე, - ამბობს ერთ-ერთი მოქალაქე.