შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი - უცხო ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავი გემები 65-65 ათასი ლარით დაჯარიმდნენ

14.10.23 15:20
შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი - უცხო ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავი გემები 65-65 ათასი ლარით დაჯარიმდნენ

გამოვლენილია შავი ზღვის დაბინძურების 3 ფაქტი - უცხო ქვეყნების დროშების ქვეშ მცურავი გემები 65-65 ათასი ლარით დაჯარიმდნენ. ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

უწყების თქმით, სენტ-ვინსენტი და გრენადინების, ლატვიისა და ბელიზის დროშების ქვეშ მცურავმა გემებმა ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.

"ბათუმისა და ფოთის სასამართლოებმა აღნიშნულ ფაქტზე, თითოეულ სამართალდამრღვევებს 65 000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა. გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცა", - წერია განცხადებაში

მსგავსი სიახლეები