წყლის მოპარვა დაიწყეს, ვიხოცებით, საშინელი დღეები გვიდგას, გვიშველეთ - ხალხი ღაზას სექტორიდან
დაგვეხმარეთ, რატომ არავინ გვეხმარებით? სად ხართ არაბებო და მუსლიმებო? - წყლის, საკვებისა და ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი ღაზას მოსახლეობა შველას ითხოვს.
არიან ბავშვები, რომლებიც მშობლების გარეშე დარჩნენ.
საავადმყოფოში თავს ვაფარებდი ბომბებს, როდესაც ეს ბავშვი დავინახე, ექიმებმა შემოიყვანეს, მშობლები, სავარაუდოდ, აფეთქებას ემსხვერპლნენ, ახლა მე ვუვლი.
ღაზას სექტორში ისეთი მძიმე ვითარებაა, რომ ადამიანები ერთმანეთს სასმელ წყალს პარავს.
წყლის დეფიციტია, ამიტომ მე და ჩემი ოჯახი წყალს მარაგს ერთმანეთს ვუზიარებდით. ჩემი წილი ნახევარი მთელი დღის განმავლობაში, რომელიც მომპარეს. ახლა მე წყლის გარეშე ვარ, ეს კატასტროფაა. არ ვიცი ისტორია, როგორ აღწერს აქ არსებულ რეალობას, მაგრამ დღევანდელი დღე იმაზე უარესია, ვიდე გუშინდელი იყო და ასჯერ უარესი, ვიდრე პირველი იყო"
დრო ამოიწურა - ისრაელსა და ღაზას სექტორში ზუსტად ოთხი საათია. პალესტინელებს ევაკუაციისთვის ბოლო წუთები რჩებათ, ცოტა ხნის წინ ღაზის სექტორის სიახლოვეს საჰაერო განგაშის ხმები გაისმა.
ისრაელის თავდაცვა სამხედრო პოზიციებს ამაგრებს, ვრცელდება პირველი კადრებიც, როგორ ემზადება ნეთანიაჰუს არმია სახმელეთო ოპერაციის დასაწყებად.