ღარიბაშვილების მამულებიდან "მელაძის შაბათის" დრონს ესროლეს (video)
საქართველოს პრემიერ-მინისტრის მამულებიდან "შაბათის ეთერის" კუთვნილ დრონს სანადირო თოფიდან ესროლეს. ინციდენტი ტარიელ ღარიბაშვილის მამულებთან მოხდა, როდესაც "ტვ პირველის" გამომძიებელი ჟურნალისტები ადგილზე იმის გასარკვევად მივიდნენ, იცოდა თუ არა ირაკლი ღარიბაშვილის მამამ დედოფლისწყაროს ცენტრში მომხდარი სისხლიანი ანგარიშსწორების შესახებ, როცა მთავრობის მეთაურის ბიძამ 63 წლის ტაქსის მძღოლი სასტიკად, ჯგუფურად სცემა.
დრონის პილოტმა მანევრირება მოასწრო და და აეროგადაღების კამერამ ტერიტორიაზე მუშობა, შეიარაღებული თავდასხმის შემდეგ მაინც გააგრძელა.