სად არიან გამაგრებულები ტერორისტები - როგორ ამზადებდა ჰამასი თავდასხმას ისრაელზე
როგორ ამზადებდა ჰამასი თავდასხმას ისრაელზე - ბოლო ინფორმაციით, "ისლამური წინააღმდეგობის მოძრაობის" - პალესტინის რადიკალური სამხედრო დაჯგუფების მებრძოლები სავარაუდოდ მიწის ქვეშ არიან გამაგრებულები.
კადრებში, რომელიც ორი წლის წინ არის გადაღებული, "ვაისის" ჟურნალისტი მაყურებელს მიწისქვეშა ღაზას ათვალიერებინებს.
ღაზა კი ნამდვილად ორია, ერთი - შენობების ნანგრევებით დაფარული და მეორე კილომეტრიანი ლაბირინთებით მიწის ქვეშ.
მიწისქვეშა ლაბირინთები კლდეში გაჭრილი გვირაბებით იწყება. როგორც ამბობენ, ეს მიწისქვეშა ქსელი სულ მცირე 30 მეტრის სიღრმეშია.
ამ გვირაბებში ახლა ჰამასის ტერორისტები არიან ბაზირებული. აქ გეგმავენ მასობრივი მკვლელობების მომწყობები ახალ თავდასხმებს მშვიდობიან მოქალაქეებზე.
ეს მიწისქვეშა გვირაბები თავდაპირველად კონტრაბანდის ბიზნესისთვის გაჭრეს. ღაზას ქვეშ სულ მცირე 2500 გვირაბია. რამდენიმე ეგვიპტის საზღვრის ქვეშაც გადიოდა. მაგრამ ეგვიპტემ ჩასასვლელები გაანადგურა.
ტერორისტები ამ გვირაბებით იარაღს, საწვავს, მანქანებს, მაცივრებს და სხვადასხვა დანიშნულების ნივთებს ეზიდებიან. ახლა ამ ადგილს თავდაცვითი ფუნქცია აქვს, აქ ტერორისტები ისრაელს ემალებიან. ამიტომ ეს ლაბირინთები უსაფრთხო ბუნკერები ისრაელისთვის ნომერ პირველი სამიზნეა. ბომბები ჯერ ვერ სწვდება მიწისქვეშა ღაზას, ამიტომ ტერორისტებისთვის ისრაელიდან გასროლილი რაკეტები ზედა ღაზას ანადგურებს. ქვედა ღაზა ცხოვრების ჩვეულ რეჟიმშია.