მღვდელმა, რომელმაც მიცვალებულს წესი აუგო, გარდაცვლილის მთელ ქონებას დაეპატრონა და მემკვიდრეები ნულზე დატოვა

14.10.23 21:45
მღვდელმა, რომელმაც მიცვალებულს წესი აუგო, გარდაცვლილის მთელ ქონებას დაეპატრონა და მემკვიდრეები ნულზე დატოვა

"ნოდარ მელაძის შაბათის" ექსკლუზივი - მღვდელი, მამა გრიგოლ აბაშიძე, რომელმაც მიცვალებულს წესი აუგო, გარდაცვლილის მთელ ქონებას დაეპატრონა და მემკვიდრეები ნულზე დატოვა. 

ირკვევა, რომ სასულიერო პირი გარდაცვლილის ქვრივთან ნდობაში შევიდა, ქალი დაითანხმა რომ ქმრის მთელი ქონება მისთვის გადაეფორმებინა. 

გარდაცვლილი კაცის მემკვიდრეს, კახა მჭედლიშვილს მღვდელმა ახლა იქით უჩივლა და ციხით ემუქრება. სასულიერო პირი ამტკიცებს, რომ ახალგაზრდა კაცმა მასზე იძალადა. 

კახა მჭედლიშვილი ამტკიცებს, რომ დედამ მამაოს, მის მიერ ემიგრაციიდან გამოგზავნილი თანხებიც მისცა. 

მამა გრიგოლი, რომელიც მიცვალებულის დიდძალ ქონებას დაეპატრონა ახლა გარდაცვლილის დედას სახლიდან აძევებს.

ამასთან, არაერთ სკანდალში გახვეული მღვდელი, სულიერ შვილებთან მრუშობაშიც არის მხილებული. ქალი, რომელმაც მღვდელმა შვილი გააჩენინა, სასულიერო პირს საპატრიარქოში უჩივლა. 

ირკვევა, რომ გრიგოლ აბაშიძეს სკანდალების შემდეგ, საპატრიარქომ შესამოსელი გახადა. 

"თავს შევაკლავ, შევწირავ და ამას არ ვაპატიებ". - ამბობს ქეთი ხაბალაშვილი, რომელიც ამტკიცებს, რომ ორსული სახლიდან გააგდო და ქუჩაში დატოვა. 

მსგავსი სიახლეები