ისრაელზე თავდასხმები დაიწყო
ისრაელზე თავდასხმები დაიწყო - როგორც "შაბათის ეთერთან" გიორგი ხუხია აცხადებს, ტერორისტების სამიზნე ისრაელის დიდი ქალაქებია.
სარაკეტო იერიში თელავივზე, ბათიამსა და ხულონზე 10 წუთის წინ დაიწყო.
ისრაელი ღაზაში სახმელეთო ოპერაციისთვის მზად არის. ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით თავდაცვის ძალები ემზადებიან შეტევითი ოპერატიული გეგმების ფართო სპექტრის განსახორციელებლად, რომელიც მოიცავს ინტეგრირებულ და კოორდინირებულ შეტევას ჰაერიდან, ზღვიდან და ხმელეთიდან.
ცნობილია, რომ ისრაელმა ღაზის სექტორის მცხოვრებთ ევაკუაციის ვადა ექვსი საათით გაუგრძელა. როგორც გიორგი ხუხია იტყობინება, მიუხედავად მიცემული ულტიმატუმის ამოწურვისა სახმელეთო ოპერაცია ისრაელს ჯერ არ დაუწყია.
ღაზის სექტორიდან ისრაელზე მოულოდნელი სახმელეთო და სარაკეტო თავდასხმა 7 ოქტომბერს დაიწყო.