"დანიშნეთ ჩარტერული რეისები" - ისრაელში ჩარჩენილი ქართველები შველას ითხოვენ
თელავივიდან თბილისში დღეს ორი ავიარეისი შესრულდება. თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აირზენას კუთვნილი თვითმფრინავი ზუსტად 13:00 საათზე დაეშვება. დილიდან უკვე სამი ავიახომალდი დაეშვა ბათუმში. ბორტზე, ძირითადად, ის ქართველები არიან, ვინც უკვე დღეებია ავიაბილეთების ყიდვას ცდილობენ.
რეისები სრულდება, თუმცა როგორც ამბობენ, ეს არასაკამარისია. საომარი მოქმედებებს ზონაში ჩარჩენილი ქართველები ამბობენ, რომ წამოსვლის მსურველი უფრო მეტია, თუმცა მგზავრების ნაწილი ბილეთებს ისევ ვერ შოულობს. "დანიშნეთ ჩარტერული რეისები" - მოუწოდებენ საქართველოს მთავრობას, ისრალეში მყოფი ქართველები.
დაახლოებით 3 ათასზე მეტმა ქართველმა დატოვა ისრაელის ტერიტორია. ატოვა ისრაელის ტერიტორია და პირველი საევაკუციო რეისი შესრულდა ილით, როგორც ვიგებთ, ამერიკის მოქალაქეებმაც დატოვე სისრაელის ტერიტორია, თუმცა ჯერჯერობოთ ევაკუაცია ოფიციალურად ქართველებზე არ გამოცხადებულა, - ამბობს ისრალეში მყოფი საქართველოს მოქალაქე.