"ნაგავში ვიხრჩობით" - ქარელის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს
დახოცილი ფრინველი და ნაგვით სავსე მდინარე ძამას სანაპირო - ქარელის მოსახლეობა დახმარებას ითხოვს. დაბინძურებულ ტერიტორიასთან ახლოს დევნილთა დასახლებაა, რომლებიც გაუსაძლის მდგომარეობაზე საუბრობენს.
მდინარის სანაპირო ზოლი იმდენად დაბინძურებულია, რომ ახლოს გავლაც კი სიცოცხლისთვის საშიშია. ვითარება იმდენად კრიტიკულია, რომ, ხშირ შემთხვევაში, ადგილობრივ ფერმერებს საქონელიც კი ვერ გაჰყავთ საძოვრებისკენ.
"ნაგავში ვიხრჩობით", - ამბობენ დევნილები და დახმარებას ითხოვენ. ისინი ადგილობრივი ხელისუფლების პასუხისმგელობაზე საუბრობენ.
დაბინძურებულია ძამის ნაპირი, სადაც ლტოლვილები ვცხოვრობთ. 4 სართულიანი ბინაა, 19 ოჯახი ვართ, სუნი გვაწუხებს.. ძღლები კიევ... გადმოყრიან, ყველა იქ ყრის. რომ ანგრევენ ბინებს, რაღცეებს, მოაქვთ იქ და ყრიან. ხალხსაც მერე გამოქვთ თავიანთი ნაგავი, ზოგიერთებს და ყრიან იქ და ვწუხდებით სუნით, ბუზი ჩნდება, ათასი რამე ჩნდება ზაფხულში, - ამბობს ადგილობრივი.