ნინოწმინდის პანსიონში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენლები მივიდნენ

09.06.21 12:39
ნინოწმინდის პანსიონში გაეროს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენლები მივიდნენ

ნინოწმინდის პანსიონში ცოტა ხნის წინ გაეროს ბავშვთა ფონდის  წარმომადგენლები  შევიდნენ. არსებული ინფორმაციით, ისინი პანსიონში  სოცმუშაკებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს  შეხვდებიან და ვითარებას ადგილზე გაეცნობიან.

პანსიონში დღეს დილას ასევე მივიდა სასულიერო პირი, რომელიც ამბობს, რომ ასევე ფსიქიატრიც არის და ადგილზე ვითარების გასაცნობად საპატრიარქომ გაგზავნა.

ამ დროისთვის, ჯანდაცვის სამინისტროს ოფიციალური მონაცემებით, პანსიონში 29 არასრულწლოვანი რჩება. სასამართლოს განჩინების საფუძველზე 7 შშმ ბავშვი 2 დღის წინ გაიყვანეს. პანსიონი მშობლებთან ერთად ასევე დატოვა რამდენიმე აღსაზრდელმა.