"კრიტიკული მედიის შეზღუდვის მცდელობა" - "ოცნება" მაუწყებლობის შესახებ კანონს ამკაცრებს
"ქართული ოცნება" მაუწყებლობის შესახებ კანონს ამკაცრებს. თუ რომელიმე მედია სიძულვილის ენის ტირაჟირებას ხელს შეუწყობს ან ტერორიზმისკენ მოწოდების შემცველ პროგრამას ეთერში გაუშვებს, პირველ ეტაპზე გააფრთხილებენ, შემდეგ კი დაჯარიმდებიან.
ახალი კანონპროექტი, რომლიც ავტორებიც "ოცნება" და "ხალხის ძალაა", ხვალ ბიუროს სხდომაზე უნდა წარედგინოს.
მედიაექსპერტები ამბობენ, რომ ახლა ხელისუფლება კრიტიკული აზრის ჩახშობას ცდილობს.
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია ეწინააღმეგება რეგულირებას. ჩვენ თვითრეგულირების მომხრე ვართ. ძალიან მარტივად მისადაგებადია ხელისუფლების მხრიდან, რომელსაც არ მოსწონს კრიტიკა, ნებისმიერი კრიტიკული აზრი შეიძლება გახდეს კანონით დავის საფუძველი და კრიტიკული მედია შეიძლება, უბრალოდ, გაქრეს, იმიტომ, რომ მის წინააღმდეგ იყოს მუმივი საკანონმდებლო დავები. არადა, ეს არის გამოხატვის თავისუფლებით დაცული სტანდარტი. ხელისუფლებას ექნება ცდუნება, რომ კრიტიკა გააკონტროლოს და იმ ხელისუფლების პირობებში, რომელიც უკვე არაერთხელ ცდილობს, რომ შეზღუდოს კრიტიკული მედია, ძალიან სახიფათოა, - ამბობს საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს თავმჯდომარე ხატია ღოღობერიძე.
მედიაექსპერტები აცხადებენ, რომ "ქართული ოცნების" მომზადებული პროექტი, პირველ რიგში, "ალტ-ინფოს" უნდა შეეხოს, პრორუსულ არხს, რომელიც სიძულვილს ტირაჟირებს.