14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმე - დაკავებულებს ბრალს აცნობენ
14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე დაკავებულებს ამ წუთებში ბრალს აცნობენ. თელავის იზოლატორში ახლა პროკურორები არიან შესული და ბრალის დადგენლებას ორ ადამიანს აცნობენ. ასიმ ასლანოვის ბიძას და ბიძაშვილს დანაშაულის შეუტყობინებლობას ედავებან. არცერთმა პოლიციას არ უთხრა, რომ ნათესავმა ბავშვი ცოლად შერთვის მიზნით მოიტაცა და მათ სახლში გადამალა.
ისინი ახლა დუმილის უფლებას იყენებენ.