თელავივიდან თბილისში კიდევ ერთი რეისი შესრულდა - რას ყვებიან ჩამოსულები
ტერორისტების შიშით ისრაელის დატოვების გადაწყვეტილებას სულ უფრო მეტი ქართველი იღებს. ცოტა ხნის წინ თბილისში თელავივიდან კიდევ ერთი რეისი შესრულდა. ქართული ავიახაზების ბორტით მცირეწლოვანი ბავშვებიც ჩამოიყვანეს. მგზავრებს შორის იყვნენ ისინიც, ვინც გაჭირვების გამო ისრაელში სამუშაოდ იყო წასული, მაგრამ ომმა აიძულა, ისევ სამშობლოში დაბრუნებულიყო.
ჩამოსულები ყვებიან, რომ განგაშის სიგნალი დღეში რამდენჯერმე ირთვებოდა, რის გამოც მათ თავშეფსარებში ჩასვლა უწევდათ. ამბობენ, რომ მსგავსი სისასტიკე ისრაელს არ ახსოვს.
შევშინდით და წამოვედით. წუხელ ღამეს შევშინდით, იყო გამოსროლები, - ამბობს სამშბლოში დაბრუნებული.
სამშობლოში დაბრუნებულები ასევე ამბობენ, რომ ბილეთების ფასები ორჯერ და სამჯერ გაძვირებულია.
ბილეთის ფასი ძალიან გააძვირეს. ყვაედური ყველას. 200%-ით არის გაძვირებული, - ამბობს ჩამოსული.
კიდევ ერთი რეისი თელავივიდან დღეს ღამის 02:00 საათზე შესრულდება.