ხმაური ლილოში - ადგილობრივები ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ

15.10.23 16:05
ხმაური ლილოში - ადგილობრივები ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვენ

ხმაურია ამ წუთებში ლილოს ნაგავსაყრელთან. იქ მოქალაქეები არიან შეკრებილები და დასუფთავების მანქანებს ტერიტორიაზე შესვლის უფლებას არ აძლევენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია. ხალხი ნაგავსაყრელის დაკონსერვებას ითხოვს.

ლილოს დასახლებაში და მიმდებარე სოფლებში გაუსაძლისი სუნია. ადგილობრივები ამბობენ, რომ მავნე აირები საფრთხეს უქმნის ადამიანების ჯანმრთელობას. მათი თქმით, პრობლემის მოგვარების თხოვნით შესაბამის უწყებებს არაერთხელ მიმართეს, თუმცა უშედეგოდ. 

 48 საათის განმავლობაში ვაპირებთ, რომ შესასვლელი გადავკეტოთ და ამ ნაგავსაყრელშ არ შევუშვათ და არ გამოვუშვათ მანქანები. შესაბამისად, აქ აღარ მოხდება ნაგვის დაყრა. თუკი არ დაიწყება მოლაპარაკებები და ვერ წავალთ ამ მიმართულებით რაც მოსახლეობას გვინდა, ვგგემავთ, რომ პერმანენტული აქციები გავაგრძელოთ და სამომავლოდ ვაპირებთ, რომ გზატკეცილიც გადავკეტოთ, მერიასტანაც ვაპირებთ აქციის მოწყობას. ასევე ვგეგმავთ, რომ იურიდიული მიმართულებითაც წავიდეთ და ვიჩივლოთ, - ამბობს ადგილობრივი. 

მსგავსი სიახლეები