გარდაცვალება გაურკვეველ ვითარებაში - არსენ კუტალაძის საქმეს ახალგაზრდა ადვოკატები შეისწავლიან
გაურკვეველ ვითარებაში გარდაცვლილი ბიზნესმენის არსენ კუტალაძის საქმის შესწავლას ახალგაზრდა ადვოკატები იწყებენ. ორგანიზაციის წევრები აცხადებენ, რომ გამოძიების ოფიციალური ვერსია, რომ ბიზნესმენი ნარკოტიკის ჭარბი დოზით გარდაიცვალა, არადამაჯერებელია. დაღუპულის ოჯახი და იურისტები ვარაუდობენ, რომ კუტალაძე ბიზნესსაქმიანობის და წილების გამო მოკლეს.
კუტალაძე გარდაცვლილი ერთ-ერთი კომპანიის ჯიხურში ოთხი წლის წინ ნახეს.