"ვდგავართ ისრაელის გვერდით" - ებრაელ ხალხს სოლიდარობას თბილისიდან უცხადებენ
ტერორისტების პირისპირ მყოფ ებრაელ ხალხს სოლიდარობას თბილისიდან უცხადებენ. საქართველოსს მოქალაქეები რუსთაველზე ისრაელის დროშებით გამოვიდნენ. გმობენ ჰამასის ქმედებებს, უდანაშაულო ადამიანებზე თავდასხმას და მასობრივ მკვლელობას. სოლიდარობის მსლველობაში მონაწილეობენ ის ებრაელებიც, რომლებიც წლებია ჩვენს ქვეყანაში ცხოვრობენ. აქციის ორგანიზატორი სტუდენტური მოძრაობა "ნაბიჯია".
ჩვენ სრულ სოლიდარობას ვუცხადებთ ისრაელის სახელმწიფოს და ებრაელებს. ძალიან მძიმე ფაქტი მოხდა, ბევრი მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა. ეს არის ბრძოლა ტერორიზმის წინააღმდეგ და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ყველაფერში ისრაელი გაიმარჯვებს. ერთხელ და სამუდამოდ დასრულდება ბოროტება, ადამიანების ხოცვა. ჩვენ და ებრაელ ხალხს 26 წლიანი მეგობრობა გვაკავშირებს და ჩვენ ვიდგებით ისრაელის სახელმწიფოს გვერდით, - განაცხადა მსვლელობის მონაწილემ.
მსვლელობა რუსთაველის მეტროდან დაიწყო და პარლამენტთან დასრულდება.