ისრაელში ჩარჩენილი ქართველების ნაწილი სამშობლოში ვერ ბრუნდება - ბილეთების ფასი გაოთხმაგდა
რთული და ხანგძლივი ომის შიშით საქართველოს ასობით მოქალაქეს უნდა ისრაელს გამოერიდოს, მაგრამ ეს ჯერ შეუძლებელია. საქართველოს მთავრობას ომიდან ქართველების ევაკუაციის გეგმა არ აქვს. თელავივი - თბილისის კომერციულ რეისზე ბილეთის ყიდვა ისევ ჭირს. მოთხოვნა დიდია, ამიტომ ფასიც გაიზარდა. გაოთხმაგებული საფასურის გადახდა კი ყველას არ შეუძლია. ამას ემატება ისიც, რომ ემიგრანტების ნაწილი ტერორისტული თავდასხმების შიშით ახლა ვერ მუშაობს შესაბამისად, არ აქვთ ანაზღაურება, რის გამოც თბილისში წამოსასვლელი ბილეთის ყიდვის შესაძლებლობა არ გააჩნიათ.
ვრცლად ნახეთ საბა სიჭინავას რეპორტაჟში.