თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე თავისუფალია
გარდაცვლილი პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ყოფილ გამომძიებელი, სერგო შუბითიძე თავისუფალია.
"ინტერპრესნიუსის" ინფორმაციით, ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით დაკავებული სასამართლომ სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა.
ყოფილმა გამომძიებელმა წარდგენილი ბრალდება აღიარა. თბილისის საქალაქო სასამართლომ შუბითიძეს 1 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რაც პირობითად ჩაეთვალა, მას ასევე გამოსაცდელი ვადა ამავე ოდენობით განესაზღვრა.
"ეს მუხლი ნაკლებად მძიმე იყო და ერთწლიანი პირობითი მისცეს, ამავე რაოდენობის გამოსაცდელი ვადით", - განაცხადა "ინტერპრესნიუსთან" შუბითიძის ადვოკატმა.
სერგო შუბითიძე ცრუ ჩვენების მიცემის ბრალდებით 25 ივნისს დააკავეს. მანამდე, 29 აპრილს ის შაბათის ფორმულას ეთერში ბაჩალიაშვილის საქმეზე ამბობდა, რომ ის გაყალბდა და ამის დამადასტურებლად, მასთან ერთ-ერთი გამომძიებლის მიერ ბაჩალიაშვილის დაულუქავი ტელეფონის მიტანას ასახელებდა.
შუბითიძე მაშინ აცხადებდა, რომ მას არ სჯერა გამოძიების ვერსიის, რომ ბაჩალიაშვილმა თავი მოიკლა.