აითაჯის მკვლელობა - შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი განსასჯელის სკამზე არიან
14 წლის აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული მამა-შვილი განსასჯელის სკამზე არიან.
ახლა ყველა ელოდება, რას იტყვიან, ასიმ ასლანოვის ნათესავები, სადაც სასტიკი დანაშაული მოხდა. უცნობია, იტყვიან თუ არა დაკავებულები, რატომ არ შეატყობინეს პოლიციას, რომ მათ სახლში რამდენიმე კვირის განმავლობაში ასიმ ასლანოვის სკოლის მოსწავლე ცოლად შერთვის მიზნით ჰყავდა მოტაცებული.
აითაჯ შახმაროვას მკვლელობის საქმეზე კიდევ 2 პირი დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით გუშინ დააკავეს.
დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 376-ე მუხლით მიმდინარეობს.
14 წლის აითაჯ შახმაროვა საგარეჯოში, სოფელ ლამბალოში 27 წლის ე.წ. ქმარმა 10 ოქტომბერს მოკლა.
11 ოქტომბერს კი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ აითაჯ შახმაროვას დედას და ბიძას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. ორივე მათგანს გამოძიება ქორწინების იძულებას ედავება.