კარტოგრაფების საქმე - პროცესზე ექსთავდაცვის მინისტრი იკითხება
დავით გარეჯის საქმეზე სასამართლოში თავდაცვის ყოფილი მინისტრი იკითხება. მინდია ჯანელიძე მოსამართლეს ჩვენებას ამ წუთებში აძლევს. ექსმაღალჩინოსანი ბრალდების მოწმეა და ის ჩვენებას კარტოგრაფების წინააღმდეგ აძლევს.
ჯანელიძემ ცოტა ხნის წინ პროცესზე თქვა, რომ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას მიერ დადგენილი საზღვრები საქართველოსსთვის საზიანო იყო.
საერთო ჯამში, ასეთი დასკვნა დადეს კარტოგრაფებმა, რომ ქართულ მხარეს, მათ შორის, კომისიების დონეზე უკევ შეთანხმებულ მონაკვეთებზე დაკარგული აქვს გარკვეული ტერიტორიები. ხორბალაძის და მეორე გვარის ახსენეთ... გორგოძისთვის გამოცხადებულია უმაღლესი დონის ნდობა. ესენი აკეთებდნენ სრულიად საიდუმლო რუკებს, რომლითაც თავდავის სამინისტრო მოქმედებს, - თქვა ჯანელიძემ პროცესზე.
მაშინ, როცა საქმეში ივერი მელაშვილი ჩაერთო და კითხვების დასმა დაცვის მხარემ დაიწყო, თავდაცვის ყოფილს მინისტრს პასუხების გაცემა გაუჭირდა. ადვოკატი დაინტერესდა, თუ მელაშვილის და ილიჩოვას ბრალეულობა ფაქტად დადგინდა, მაშინვე რატომ არ დაიწყო გამოძიება.
ჯანელიძემ ვერც იმას უპასუხა, სად მდებარეობს რუკის მიხედვით წითელი ხიდი.
ივერი მელაშვილი კი დაინტერესდა, რატომ არ ჩატარდა რუკის ანალიზი.
ხელმძღვანელ პირს, რომელიც სწავლობდა ამ საკითხს, ვეკითხებით, რატომ არ ჩატარდა ამ რუკის ანალიზი? ამას ვითხოვდით მაშნაც და ამას ვითხოვთ დღესაც.
კარტოგრაფების საქმეზე ხმაურიანი სასამართლო სხდომები თვეების განმავლობაში მიმდინარეობდა, შემდეგ კი პროცესები თავიდან დაიწყო. ახლა ყველა მოწმეები ხელახლა დაიკითხებიან.
ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, რადგან "ოცნებას" წინა ხელისუფლების დადანაშაულება სურს.