14 წლის ათაჯის მკვლელობაში ბრალდებულის ბიძასა და ბიძაშვილს აღკვეთის სახით პატიმრობა შეეფარდა
14 წლის აითაჯის მკვლელობის საქმეზე, მკვლელობაში ბრალდებულის ბიძას და ბიძაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ. გადაწყვეტილება თელავის სასამართლომ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.
ორივე მათგანი წარდგენილ ბრალს - დანაშაულის შეუტყობინებლობას აღიარებს.
მათი მტკიცებით, 14 წლის მოზარდის მშობლებმა ყველაფერი იცოდნენ.
საქმის მასალების თანახმად, 2023 წლის ზაფხულში, არასრულწლოვანს ქორწინების იძულების მიზნით, გამტაცებელმა უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება და საგარეჯოს რაიონის სოფელ ლამბალოში, თავისი ბიძის საცხოვრებელ სახლში მიიყვანა, სადაც არასრულწლოვან გოგონას შეზღუდული ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების უფლება. უწყება ამბობს, რომ აღნიშნულის თაობაზე ცნობილი იყო გამტაცებლის ბიძისთვის და ბიძაშვილისთვის, რომლებმაც დანაშაულის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ შეატყობინეს.