ხაშურში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს

16.10.23 15:42
ხაშურში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს

ხაშურში გარდაცვლილი 14 წლის გოგონას ცხედარი პროზექტურიდან სახლში გადაასვენეს. ექსპერტიზის პასუხები რამდენიმე კვირაში გახდება ცნობილი.

რა გახდა ტრაგედიის მიზეზი, იყო თუ არა ეს სუიციდი და იცოდნენ თუ არა სკოლაში მოზარდის მძიმე ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესახებ? - ამ საკითხზე სასწავლო დაწესებულება ჯერ არ საუბრობს.

გარდაცვლილი გოგონას მეზობლის თქმით, გოგონას ბაბუა პატიმრობაში უკვე მეორე წელია, რაც არის. 

კი, პატიმრობაში არის (გარდაცვლილის ბაბუა), 2 წელია. გადმოხტა ბავშვი თუ გადმოვარდა გაუგებარია ჯერ-ჯერობით ყველასთვის. ახლა 14-15 წლის წელიწადშია და ხომ არ გაიაზრა ამ ბავშვმა ეს ამხელა სტრესი... ჩემი აზრია ეს, სხვისგან არაფერი ვიცი. მეხის გავარდნასავით იყო ჩვენთვის, უბნისთვის და ყველასთვის ეს ამბავი, არც იმ კაცისგან მოველოდით ამას, მითუმეტეს შვილიშვილთან", - ამბობს გარდაცვლილი გოგონას მეზობელი.

შეგახსენებთ, ხაშურში მეცხრე კლასელი გოგონა გარდაცვლილი იპოვეს. სკოლის მოსწავლის ცხედარი ქალაქის ცენტრალურ ქუჩაზე, ერთ-ერთ კორპუსთან ნახეს. ერთი ვერსიით, არასრულწლოვანი მერვე სართულიდან გადმოვარდა.

"პირველების" ინფორმაციით, მოზარდის სახელი  ფიგურირებს სექსუალური ძალადობის საქმეში, მოზარდი ბაბუას ძალადობაში ამხელდა. კაცი დაკავებულია და სასჯელს იხდის.

მსგავსი სიახლეები