შვილის მკვლელობის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს
მკვლელობა გორის მუნიციპალიტეტში - განზრახ მკვლელობის ფაქტზე შიდა ქართლის პოლიციამ ცხელ კვალზე ერთი პირი დააკავა.
შვილის მკვლელობის ბრალდებით 1956 წელს დაბადებული ი.ა. დააკავეს, რომლის მიმართ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული სასჯელის სახედ თავისუფლების აღკვეთას ვადით 10-იდან 15-წლამდე ითვალისწინებს.
შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, 1956 წელს დაბადებული ი.ა. განზრახ მკვლელობის ბრალდებით დააკავეს.
დანაშაული 10-იდან 15-წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა რომ, ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ნაჯახის გამოყენებით სასიკვდილო დაზიანება მიაყენა შვილს - 1984 წელს დაბადებულ კ.ა.-ს.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.
პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო.
განზრახ მკვლელობის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.