ივანიშვილმა იპოდრომის გაყიდვა გადაიფიქრა - აწარმოებს თუ არა ოლიგარქის ფონდი საეჭვო გარიგებებს?

16.10.23 20:38
ივანიშვილმა იპოდრომის გაყიდვა გადაიფიქრა - აწარმოებს თუ არა ოლიგარქის ფონდი საეჭვო გარიგებებს?

 

 

გადასცემს თუ არა ბიძინა ივანიშვილი თბილისს ყველაზე გამწვანებულ ტერიტორიას? ოლიგარქმა იპოდრომის 80 ათასზე მეტი კვადრატულის გაყიდვა გადაიფიქრა. ქართუ ფონდმა ქონების გაყიდვის გარიგება შეაბრუნა. კომპანია "ნიუ სითი დეველოპმენტი" ტერიტორიის მფლობელი აღარ იქნება. ცვლილება საჯარო რეესტრის მონაცემებში დღეს აისახა, რამაც გააჩინა კითხვა - რა ჩაიფიქრა ამჯერად ოლიგარქმა და აწარმოებს თუ არა მისი ფონდი საეჭვო გარიგებებს?

ფონდ  ქართუს ანგარიშები 2019 წლიდან კანონდარღვევით  აქვს გასაიდუმლოებული. არავინ იცის საიდან და ვის მიერ ირიცხება ფონდში თანხა, ამიტომ არსებობს დასაბუთებული ეჭვი, რომ მრავალმილიონიანი ტრანზაქციების განსახორციელებლად  ივანიშვილის ფონდი იყენებდეს საეჭვო შემოწირულობებს, მათ შორის, რუსი სანქცირებული ოლიგარქების. ეს ფული კი, არ არის გამორიცხული, არასაქველმოქმედო მიზნებისთვის იხარჯებოდეს.

ვვრცლად ნახეთ ანა მდივანის რეპორტაჟში. 

მსგავსი სიახლეები