მამამ მძინარე შვილი ნაჯახით მოკლა - 67 წლის კაცი განაჩენის მოლოდინში
კაცს, რომელმაც მძინარე შვილი ნაჯახით მოკლა, სასამართლო განაჩენს დღეს გამოუტანს. მანამდე კი საზარელი დანაშაულისთვის დაკავებულს ბრალის დადგენილებას გააცნობენ. ის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გამომძიებლებს უკვე ელოდება. როგორც ცნობილია, ივანე აწკარუნაშვილი დანაშაულს აღიარებს.
39 წლის შვილს ბრალდებულმა ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა თავში მიაყენა, ცხედარი მეზობლებმა საძინებელში იპოვეს. საზარელი დანაშაულის მოტივად მამა-შვილს შორის უთანხმოება სახელდება.
საწოლში იწვა და თავ-პირი სულ დასისხლიანებული ჰქონდაო. არც ჩხუბობდნენ არც არაფერი, რა მოხდა არ ვიცი. ბიჭი კი სვამდა, მაგრამ არავისთან კონფლიქტი არ მოსვლია და ეტყობა მაგ დღეს უთანხმოება მოუვიდათ".- ამბობენ მეზობლები.
შემზარავი ფაქტი გორში, სოფელ სობისში მოხდა. 39 წლის კობა აწკარუნაშვილს 67 წლის მამამ ნაჯახით სასიკვდილო ჭრილობა მიაყენა.