გამოუძიებული და თაროზე შემოდებული საქმეები - კაციტაძე მედიასთან გამოჩნდა
გამოუძიებული და თაროზე შემოდებული საქმეები - ხანგრძლივი გაუჩინარების შემეგ კარლო კაციტაძე დღს მედიასთან გამოჩნდა. საგამოძიებო სამსახურის შეფს, რომელიც ჟურნალიტებზე ძალადობის საქმეებს იძიებს, კითხვებზე პასუხი არც დღეს ჰქონდა. ვერ ამბობს, პირდაპირი მტკიცებულებების მიუხედავად, რატომ არ აკავებს, მათ შორის "ტვ პრველის" ჟურნალისტებზე მოძალადეებს.
როგორც კი ჩვენ შემოგვივიდა შეტყობინება ჟურნალისტების საქმინობაშ ხელშეშლის ფაქტებთან დაკავშირეით, გამოძიება აქტიურად მიმდინარეობს. ასევე, თქვენთვის ცნობილია, რომ ჟურნალისტები და ოპერატორები დაზარალებულად არიან ცნობილი. ეს უკვე გამოძების ერთ-ერთი შედეგია დანარჩენი, უნდა დაველოდოთ საგამოძბეო მოქმედებების დასრულებას. ყველა იმ საქმეზე, სადაც მოხდა სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ცარევის ფაქტთან დაკავშირებით,გამოძება უმოკლეს დროში იქნა ჩატარებული და დანაშაულში მხილების პირი, - თქვა კაციტაძემ.
დღეს კაციტაძეს კითხვა მიშა მშვილდაძის საქმეზეც დაუსვეს. დაადასტურა, რომ თავდასხმის დროს იქ სუსის თანამშრომელი იმყოფებოდა, თუმცა კაციტაძე ამატიცებს, რომ ის იქ საიდუმლო ოპერაციას ატარებდა.
ბატონ მშვილდაძეს ჰქონდა ყველა საშუალება საგამოძებო ორგანოს მხრიდან შექმნილი, რომ ყოფილიყო ჩართული ამ საქმის გამოძიებაში. ამ საქმეზე სხვა პირის ბრალეულბა ვერ გამოიკვეთა. როგორც თქვენთვის ცნობილია, ასევე, ამ საქმეს ჰყავს ბრალდებული, რომლის დაკავებაც მოხდა მყისიერად, რომელსაც შეეფარდა პატიმრობა და რომლის მიმართაც საბოლოოდ დადგა გამამტყუნებელი განაჩენი, - ამბობს კაციტაძე.