შეხვედრა პანსიონში - ნინოწმინდაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩავიდა

09.06.21 15:29
შეხვედრა პანსიონში - ნინოწმინდაში ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ჩავიდა

2 საათზე მეტია, ნინოწმინდის პანსიონში გაეროს ბავშვთა ფონდის, ჯანდაცვის სამინისტროსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები შეხვედრას მართავენ. შეხვედრაზე თავშესაფარში მყოფი 29 ბავშვის ბედი უნდა გადაწყდეს, დარჩებიან ისინი პანსიონში, თუ გადანაწილდებიან ოჯახებსა და საოჯახო ტიპის დაწესებულებებში.

ნინოწმინდის ბავშვთა პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები ჩავიდნენ, მათ შორის, მინისტრის მოადგილე, თამარ ბარკალაია. ბარკალაიას თქმით, ისინი პანსიონში არსებული მდგომარეობას შეაფასებენ. 

ნომერ პირველი პრიორიტეტი,  ბუნებრივია, არის ოჯახი, ოჯახური გარემო, ოჯახში ინტეგრაცია.  ოჯახში ინტეგრაცია არ არის მარტივი პროცესი, აუცილებელია, ეს პროცესი იყოს ასე ვთქვათ, კარგად დაგეგმილი, რომ პირველ რიგში, ბავშვის მზაობა იყოს, ოჯახის მზაობა იყოს და რა თქმა უნდა, პროფესიონალების ჩართულობა არის  ამაში საჭირო", - თქვა ბარკალაიამ. 

პანსიონში ამ დროისთვის 29 აღსაზრდელი რჩება. სასამართლო განჩინების საფუძველზე პანსიონიდან უკვე გაიყვანეს 7 შშმ ბავშვი.