სკოლის ფანჯრიდან მოსწავლე გადმოვარდა - ინციდენტი გეგუთის სკოლაში

17.10.23 13:44
სკოლის ფანჯრიდან მოსწავლე გადმოვარდა - ინციდენტი გეგუთის სკოლაში

სკოლის ფანჯრიდან მოსწავლე გადმოვარდა - მოზარდს დაზიანებები აქვს მიღებული  და კლინიკაშია გადაყვანილი.

ინციდენტი სოფელ გეგუთის მეორე საჯარო სკოლაში მოხდა. დირექცია ამტკიცებს, რომ ბავშვი ფანჯრიდან თავად გადახტა.

მომხდარზე გამოძიება 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს.

პოლიციამ უკვე გამოჰკითხა პედაგოგები და სკოლის ადმინისტრაცია.

მსგავსი სიახლეები