სასჯელი კრიტიკული აზრის გამო - "ოცნების" დიქტარურა სკოლებშიც მყარდება
"ოცნების" დიქტარურა სკოლებშიც მყარდება. დირექტორების პოსტზე არ ნიშნავენ არავის, ვინც ხელისუფლების წიაანღმდეგ კრიტიკული აზრის გაჟღერება გაბედა. დირექტორების ნაწილი ამბობს, რომ რუსული კანონის გაპროტეტსების გამო დაბლოკეს.
ჩვენ ნამდვილად დასჯილი ვართ ჩვენი კრიტიკული აზრისთვის, რუსული კანონის გაპროტესტებისთვის. სკოლები არის სრულად პოლიტიზირებული და სკოლების დეცენტრალიზაციასაც აკეთებს ეჭვ ქვეშ და საფრთხოს ქვეშ, - ამბობს ყოფილი დირექტორები.
ყოფილი დირექტორების უფლებებს არასამთავრობო ორგანიზაციები იცავენ. უფლებადამცველებმა საქმეები შეისწავლეს და პირდაპირ ამბობენ, რომ გასაუბრებების პროცესში ისეთი კანდიდატები ჩახსნეს, რომლებსაც ტესტირებაში მაღალი ქულები ჰქონდათ, თუმცა გასაუბრების ეტაპი მაინც ვერ გადალახეს. ბრიფინგი სამართლიანია არჩევნების ოფისში ცოტა ხნის წინ გაიმართა.
"სამართლიანი არჩევნები“ აცხადებს, რომ კანდიდატებთან გასაუბრების ოქმების ანალიზის შედეგად გამოიკვეთა ისეთი არსებითი ხასიათის დარღვევები, რომელთაც შესაძლოა გავლენა მოეხდინათ პროცესის მიმდინარეობაზე.
მათივე ინფორმაციით, სერტიფიცირების პროცესში მონაწილე 160-მდე აპლიკანტმა გასაუბრების ეტაპი ვერ გადალახა, რომელთაგან 26-მა „სამართლიანი არჩევნების” დახმარებით სასამართლოში გააგრძელა დავა.
გამოვაქვეყნეთ ანგარიში, რომელიც ეფუძნებოდა მხმილებლის მიერ მოწოებულ ინფორმაციას, სადაც არსებობად ამ დოკუემნტების მიხედვით ე.წ. არასასრუველი დირექტორების დოსიეები, რომლებიც ნეგატიურად იქნენს შეფასებული არა განათლების სამინისტროს მხრიდან,ა არმედ მმართელი პარტიისა და სუსის მხრიდან და სწორედ აქ ვიპოვეთ ის დირექტორები, რომლებსაც არ გაუგრძელდათ უფლებამოსილება, ნეგატიურად შეფასებული და ამიტომ მგონია, რომ ამ პროცესში არა მხოლოდ განათლების სამინისტროა ჩართული, არამედ იკვეთება მმართველი პარტიის მიმართ ლოიალური ინტერესი და მათ შორის,ს ახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ჩართულობა, - განაცხადა ნინო დოლიძემ.
ყოფილმა დირექტორებმა საჩივრები სასამართლოში უკვე გააგზავნეს. ისინი არც საპროტესტო აქციებს გამორიცხავენ.