"ნუ გახდებით მკვლელები" - "თბილისი ენერჯი" აბონენტებს აფრთხილებს
„ნუ გახდები მკვლელი“ - "თბილისი ენერჯის" კამპანია გრძელდება. ზამთრის მოახლოებასთან ერთად დღეს კომპანიაში საგანგებო ბრიფინგი გამართეს, სადაც მომხმარებელს კიდევ ერთხელ უსაფრთხოების დაცვისკენ მოუწოდეს.
"თბილისი ენერჯი" აბონენტების შიდა ქსელის უსაფრთხოებას უფასოდ ამოწმებს, ამ სერვისის გამოყენებისკენ მოსახლეობას კიდევ ერთხელ მოუწოდებენ. დღეს ბრიფინგზე სტატისტიკაც გასაჯაროვდა. ირკვევა რომ, co-თი გამოწვეული უბედური შემთხვევების უმეტესობა გაქირავებულ ბინებსა და კომერციულ ფართებში მოხდა.
10 თვის მანძილზე co-თი ინტოქსიკაციით გარდაცვლილ იქნა ერთი ადამიანი. მაშინ, როდესაც 2018 წელს co-თი ინტოქსიკაციის შედეგად გარდაცვლილ იქნა 29 ადამიანი. ხოლო ძლიერ ინტოქსირებულ იქნა 129 ადამიანი. ეს შედეგი ჩვენი კომპანიის მიერ ამ ხნის განმავლობაში გაწეული შედეგია. ბინის გამქირავებელი უმეტეს შემთხვევაში ყურად არ იღებს ჩვენს მითითებას, თვითნებურად აერთებენ არასწორად დამონტაჟებულ დანადგარებს, ღია წვის კაბელიან დანადგარებს. მინდა მოვუწოდო ბინის გამქირავებლებს, ნუ გახდებით მკვლელები". - აცხადებენ თბილისი ენერჯიში.