პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეოს დამზადება და შანტაჟი - იმანყულიევი გამოძიების დაწყებას ითხოვს
"ევროპული საქართველოს" წევრი, აჰმედ იმანყულიევი, მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის ყოფილ დირექტორს, ზაბილ გაჯიევს, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების დამზადებასა და გასაჯაროებაში ადანაშაულებს. იმანყულიევის მტკიცებით, გაჯიევმა სკოლის მასწავლებელთან ინტიმური ურთიერთობა ფარულად გადაიღო, შემდეგ ვიდეო გაასაჯაროა და მასწავლებელი დააშანტაჟა. სავარაუდო დანაშაულთან დაკავშირებით, იმანყულიევი საგამოძიებო უწყებებს გამოძიების დაწყებას სთხოვს.
მივმართავ შინაგან საქმეთა სამინისტროს, დაუყოვნებლივ დაიწყონ გამოძიება მარნეულის მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრის მ/შ ზაბილ გაჯიევის შესახებ. ვრცელდება ინფორმაცია მასზე, რომ მან სოფ. აზიზქენდში დირექტორად მუშაობის პერიოდში ამავე სკოლის მასწავლებელთან ინტიმური ურთიერთობა ფარულად გადაიღო ვიდეო და მერე ეს ვიდეო გაასაჯაროვა. ამის შესახებ ღიად წერს ერთ ერთმა პიროვნებამ თავის ფბ გვერდზე (აზერბაიჯანულად) და ჭორის დონეზე საუბრობს საზოგადოება, რომ მან ამ ვიდეოთი აშანტაჟებდა ქალბატონს (მასწავლებელს)", - ამბობს იმანყულიევი.