ქუთაისში ჟურნალისტმა სუს-ის წინ თვითმკვლელობა სცადა
ქუთაისში ჟურნალისტმა თვითმკვლელობა სცადა. ბუბა ჩივაძემ კიდურებზე ბასრი საგნით დაზიანებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან მიიყენა. მანამდე კი სავარაუდო სუიციდის შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში გაავრცელა, სადაც დაწერა რომ მისი "პროფესიული საქმიანობა დაუცველია".
"მივიღე გადაწყვეტილება...... ნუ შეგეშინდებათ მეგობრებო და ჩემო გადარჩენილო ხალხო. ჩემი პროფესიული საქმიანობა დაუცველია ამ ქვეყანაში. .............. ერთ მაინც გავაკეთებ გადავარჩენ ათეულობით იმ ადამიანებს რომლებიც ჩემნაირად შანტაჟის და ბულინგის მსხვერპლია. ყველანი მიყვარხართ", - დაწერა მან Facebook-ზე.
Facebook-ის Live-ში მან თქვა, რომ მის მეგობრებსა და ოჯახზე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური "სისტემატურად, კვირების განმავლობაში ახორციელებს ზეწოლას".
უგონო მდგომარეობაში მყოფი ჟურნალისტი კლინიკაში გადაუყვანეს. მისი მდგომარეობა ახლაც მძიმეა. რა გახდა თვითმკვლელობის მცდელობის მოტივი მისი ოჯახი ვერ ამბობს