თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი აპლიკაცია hi app შექმნა

18.10.23 12:06
თიბისიმ ახალი თაობისთვის ახალი აპლიკაცია hi app შექმნა

ახალი თაობის განვითარების ხელშეწყობა და მათზე მორგებული პროდუქტების შექმნა თიბისისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანია. 

ამ მიზნით შეიქმნა ახალი აპლიკაცია მოსწავლეებისთვის - hi app, რომლის საშუალებით მათ შეუძლიათ დამოუკიდებლად მართონ საკუთარი ფინანსები და გამოიმუშაონ ფინანსების მართვის უნარები. აპლიკაციის გადმოწერა და მოხმარება სრულიად უფასოდ შეუძლიათ მოსწავლეებს, რომლებიც ფლობენ თიბისის მოსწავლის ბარათს. 

video: https://www.facebook.com/tbcforyouth/posts/pfbid02XtcR2CgVWKsNdA7JiGXN5o5PBT7MVxuqkUovmg19sZk1cY6aYhpg3AY5SdQpJLgUl

აპლიკაცია მოსახერხებელია მშობლებისთვისაც, რადგან hi app მშობლებს შესაძლებლობას აძლევს, სურვილის შემთხვევაში, აკონტროლონ თავიანთი შვილის ფინანსები და ნახონ მისი ტრანზაქციები.

hi app-ით მოსწავლეები დამოუკიდებლად შეძლებენ ისეთი ოპერაციების განხორციელებას, როგორიცაა: 

•    ანგარიშზე თანხის გადარიცხვა
•    მობილური ბალანსის შევსება
•    მათზე მორგებული შეთავაზებების ნახვა და გამოყენება
•    ბალანსის შემოწმება
•    გადახდის დღიური ლიმიტის კონტროლი

აპის გასააქტიურებლად რამდენიმე გზა არსებობს: 

•    მოსწავლეებს, რომლებსაც აქვთ თიბისის მოსწავლის ბარათი, მაგრამ არ არიან ციფრული ბანკის მომხმარებელი, შეუძლიათ გადმოწერონ hi app და გაიარონ რეგისტრაცია პირადი ნომრით. რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, კანონიერ წარმომადგენელს თიბისისგან გაეგზავნება თანხმობის ფორმა SMS-ის სახით, კანონიერი წარმომადგენლის დასტურის შემდეგ, მოსწავლე მიიღებს hi app-ში შესასვლელ მონაცემებს.
•    თუ მოსწავლე არ არის თიბისის მომხმარებელი, მოსწავლის ბარათის შეკვეთის დროს, კანონიერმა წარმომადგენელმა უნდა მიუთითოს რომ სურს hi app-ის გააქტიურება და ფილიალში ბარათის აღების დროს მოითხოვოს აპლიკაციაზე წვდომის ჩართვა. 
•    იმ შემთხვევაში კი, თუ მოსწავლეს აქვს თიბისის მოსწავლის ბარათი და არის ციფრული ბანკის მომხმარებელი, მაშინ უბრალოდ უნდა გადმოწეროს hi app და შევიდეს აპლიკაციაში საკუთარი მონაცემებით.


hi app-ის გასააქტიურებლად მიჰყევი ბმულს: https://onelink.to/pa36an

NS

მსგავსი სიახლეები