პანსიონში კომისიის შეხვედრა დასრულდა - ბავშვები ადგილზე რჩებიან

09.06.21 17:46
პანსიონში კომისიის შეხვედრა დასრულდა - ბავშვები ადგილზე რჩებიან

ნინოწმინდის პანსიონში ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებისა და არასამთავრობოების მონაწილეობით 3 საათიანი შეხვედრა დასრულდა. კომისიის გადაწყვეტილებით, პანსიონში მყოფი 29 აღსაზრდელი ადგილზე რჩება, სანამ სპეციალისტები  დაწესებულებაში მუშაობას არ დაასრულებენ. 

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ ბარკალაიას, თქმით, გარდამავალ პერიოდში იგეგმება ბავშვებთან მუშაობა, რაშიც მონაწილეობას საერთაშორისო პარტნიორებიც მიიღებენ. ბარკალაიას თქმით,  პარალელურად კი მოხდება ბავშვების ოჯახების გაძლიერება. 

გადაყვანის პროცესი არ შეიძლება, იყოს მყისიერი და არ შეიძლება, იყოს იძულებითი, გარდამავალი პერიოდის განმავლობაში ადგილზე ვიმუშავებთ, რომ ადგილზე, მათ შორის, პარტნიორების ჩართულობით, უზრუნველყოფილი იყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესი, სანამ არ მოხდება ოჯახების დაიტენტიფიცირება და გაძლიერება იმისათვის, რომ მიმღებლობა ოჯახებში იყოს", - ამბობს თამარ ბარკალაია. 

შეხვედრაში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელიც მონაწილეობდა.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის პანსიონში 29 აღსაზრდელი რჩება. სასამართლოს განჩინების საფუზველზე 7 შშმ პირი პანსიონიდან გაიყვანეს. დაწესებულება ასევე დატოვა რამდენიმე აღსაზრდელმა. ისინი ოჯახებს თავინთი სურვილით  დაუბრუნდნენ. 

მსგავსი სიახლეები