რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა ოკუპირებულ სოფელ ღრომისა და ბალაანის მიმდებარედ საქართველოს ორი მოქალაქე უკანონოდ დააკავეს - ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
სუს-ის ცნობით, ინფორმაციის მიღებისთანავე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ ოპერირებული ცხელი ხაზი გააქტიურდა.
ინფორმაცია უკანონო დაკავებების მორიგი ფაქტების შესახებ დაუყოვნებლივ ეცნობა ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსა და საერთაშორისო პარტნიორებს.
საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ისევე, როგორც საოკუპაციო ხაზის გასწვრივ ჩადენილ ყველა დესტრუქციულ ქმედებაზე, პასუხისმგებლობა ეკისრება საოკუპაციო ძალას - აღნიშნულია განცხადებაში.